Sunday, June 16, 2019


     

            IV დღე

                                            რეფლექსია

             ტრეინინგის მეოთხე დღეს დავუბრუნდით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს  და  შესწორებები  შევიტანეთ  ჩვენსმიერ შედგენილ გეგმის შაბლონში.
               გავეცანით შეფასებების  ფორმებს პროექტზე დაფუძნებული თემებისათვის.
განვიხილეთ საპროექტო გეგმის შეფასების სისტემა, როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი, პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.




 


               III    დღე


                                            რეფლექსია



        ტრეინინგის მესამე   დღე დაიწყო ბუკლეტების განხილვით.  ტრენერის დახმარებით
  დავაზუსტეთ  თუ რამდენად სწორად გამართულად შევქმენით ბუკლეტები.( ეს იყო მეორე  ტრეინინგის მასალა). საჭიროების მიხედვით შევიტანეთ შესწორებები.
შემდეგ  დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის შაბლონზე. ვიმუშავეთ პროექტების
სტანდარტების გათვალისწინებაზე, ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების
სწორად შერჩევაზე.
 

Sunday, June 9, 2019

2 დღე

                                       
           

                II დღე

                                              რეფლექსია


   
             ტრეინინგის მეორე დღეს გავეცანი ბუკლეტების შედგენის ტექნიკურ და         თეორიულ   მხარეებს. შევქმენი  პირადი ბლოგი  და  ვისწავლე  თუ როგორ უნდა ვიმუშაო  ამ ბლოგში. ჩემი აზრით დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო ჩემთვის.

1 დღე

           

                I დღე                                               

                                         რეფლექსია                       

                 2019 წლის  8 ივნისს დავესწარი ტრეინინგ-მოდულს  - ინტელის           სასწავლო კურსი - პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება.           დღე 1 - დღემდე  სასწავლო პროცესის დროს  პროექტებზე ვმუშაბდი იმ ხერხებით რომელიც მიმაჩნდა  მისაღები.      დღეს გავიგე,რომ არსებობს  პროექტებზე მუშაობის    სხვაგვარი მიდგომა, რომელიც ძალიან მომეწონა, იყო ბევრი ახალი მასალა, მიდგომის ხერხები,ასათვისებლად მოითხოვს მეტ დროს, ახლებურად აზროვნებას და ანალიზს.                  დღეიდან ნაწილობრივ უკვე ვიცი თუ სად  და როგორ უნდა მოვიძიო და ვასწავლო ბავშვებს პროექტებზე მუშაობა უფრო გამართულად.